გამარჯობა მეგობარო, შემოგვიერთდი, აქ სიკეთის საგიჟეთია…

პროექტი საშუალებას გაძლევთ: ჩაიფიქროთ და გამოაქვეყნოთ თქვენი სურვილი, აუსრულოთ სურვილი სხვას, აჩუქოთ სიცოცხლე, აჩუქოთ საჩუქარი, განათავსოთ დაკარგული ან ნაპოვნი ნივთი.

 

პროექტის შესახებ

სურვილების ასასრულებლად შეიქმნა ონლაინ პლათფორმა , რაც მხოლოდ აკავშირებს ერთმანეთთან მომხმარებლებს: მსურველებს და ამსრულებლებს. პროექტით სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

პროექტი საშუალებას გაძლევთ:

  1. ჩაიფიქროთ და ისურვოთ სურვილი – ნიშნავს გამოაქვეყნოთ თქვენი სურვილი პროექტში, რისთვისაც ფინანსები გჭირდებათ.
  2. აუსრულოთ სურვილი სხვას თუ გაქვთ ამის სურვილი, იგულისხმება ფინანსური მხარდაჭერა. გადახედეთ პროექტის გვერდს “სურვილები” და აირჩიეთ ერთი ან რამდენიმე სურვილი დასასპონსორებლად.
  3. აჩუქოთ სიცოცხლე მათ, ვისაც მკურნალობისათვის ან სხვა სიცოცხლისათვის სახიფათო/საშიში მიზეზის თუ გარემოების გამო ჭირდება გვერდით დგომა მატერიალური, პროფესიონალური თუ ადამიანური.
  4. აჩუქოთ საჩუქარი ნიშნავს აჩუქეთ საჩუქარი “სურვილები”-ს გვერდზე, მათ ვისაც რაიმე ჭირდება თქვენ გაქვთ და შეგიძლიათ გააჩუქოთ.
  5. განათავსოთ დაკარგული ან ნაპოვნი ნივთი, თუ იპოვნით რაიმე ფასეულს, განათავსეთ ის აქ პროექტში და ვაპოვნინოთ ერთმანეთს დაკარგული ნივთები, ცხოველები თუ სხვა რამ.

გაითვალისწინეთ, რომ მინიმალური გადასარიცხი თანხა შეადგენს სულ, რაღაც 1,00 ლარს, რომელიც ვიღაცისთვის სურვილს აასრულებს.

პროექტის მიზანი: ერთმანეთის გვერდით დგომაა.

ერთად ყველაფერი შესაძლებელია, ვაკეთოთ კეთილი საქმე, ვაჩუქოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს უსაზღვრო: სიხარული, ბედნიერება, პოზიტივი, სიცოცხლის ხალისი, იმედი, სტიმული, ბევრი ღიმილი, უანგარო სიკეთე, უსასყიდლო საჩუქარი.

!შენ მარტო არ ხარ. შეხედე სამყაროს პოზიტიური მხრიდან, ერთად ყველაფერი შესაძლებელია!.
!„ყველაფერი არ იყიდება ან იყიდება და ვუყიდოთ ერთმანეთს. ერთად ბევრი შეგვიძლია“!.
!ჩვენ ანუ ხალხი დიდი ძალა ვართ!.

თუ მოგწონს პროექტის იდეა, აქ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ პროექტს განვითარებაში. გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობები.

Follow by Email
Facebook
YOUTUBE
%d bloggers like this:
ზედა პანელზე გადასვლა