პროექტი კრძალავს სურვილების და კომენტარების ველში: 

სპამის, უხამსი და შეურაცმყოფელი სიტყვების, აზარტული თამაშების, პოლიტიკის, რელიგიის, ნარკომანიის, პროსტიტუციის პროპაგანდის და სარეკლამო ხასიათის ტექსტების გამოყენება განთავსებას. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სურვილი და კომენტარი დაიბლოკება.

პროქტი არ არის

კომერციული, პოლიტიკური და რელიგიური.

ხშირად დასმული კითხვები

1. მთავარი მენიუდან "რეგისტრაცია" შეავსეთ მარტივი ფორმა, შემდეგ თვენი ელ.ფოსტიდან გადადით აქტივაციის ბმულზე და დააწკაპუნეთ აქტივაციის ღილაკზე. მარჯვენა პანელიდან შედით სისტემაში.

2. მთავარი მენიუდან "ჩაიფიქრე სურვილი" მონიშნეთ შექმენით ანგარიშის გრაფა. ჩაიფიქრეთ სურვილი და შეავსეთ ყველა აუცილებელი ველი გამოაქვეყნეთ თქვენი სურვილი. პაროლი გამოგეგზავნებათ თქვენს ელ.ფოსტაზე, შეცვალეთ პაროლი. ელ.ფოსტით და პაროლით შედით სისტემაში.
1. მთავარი გვერდიდან დააწკაპუნეთ საჩუქრის ყუთზე სათაურით "ჩაიფიქრე სურვილი", ან მთავარი მენიუდან აირჩიეთ გვერდი "ჩაიფიქრე სურვილი".

2. მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.

3. მიუთითეთ თქვენი სურვილის სათაური.

4. კატეგორიებიდან აირჩიეთ რა სახის სურვილი გაქვთ.

5. აღწერეთ თქვენი სურვილი რა გჭირდებათ, რატომ, როგორი და ა.შ...

6. შეგიძლიათ დაამატოთ ფოტოები მეტი თვალსაჩინოებისთვის

7. თუ ფინანსური მხარდაჭერა გჭირდებათ - სურვილის აღწერის გრაფაში მიუთითეთ ბანკის ანგარიშის ნომერი სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს თანხის გადმორიცხვას. ფასის ველში მიუთითეთ რა თანხა გჭირდებათ.

8. მიუთითეთ თქვენი ადგილმდებარეობა.

9. შემდეგ გადახედვის ღილაკს დააწკაპეთ, შემდეგ გამოქვეყნების ღილაკს. თქვენი სურვილი დაემატება სურვილების გვერდზე.

10. თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენ სურვილს დაამატოთ, წაშალოთ და გადახედოთ მთავარი მენიუს გვერდიდან "მართე სურვილი"

თქვენ შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი სურვილი, რომლის განთავსება თემატურად ქვემოთ მოცემულ კატეგორიებში არის შესაძლებელი. პროექტში არსებობს სურვილების 4 კატეგორია:

1. ისურვე / აუსრულე - გულისხმობს მხოლოდ მატერიალურ დახმარებას როდესაც თანხა გჭირდებათ სხვადასხვა დანიშნულებისთვის. თქვენ ვიზიტორები გირიცხავენ თანხას.

2. იჩუქე / გააჩუქე - გულისხმობს როდესაც მხოლოდ რაიმე ნივთი გჭირდებათ და ვისაც აქვს შეუძლია თქვენს მისამართზე გამოგიგზავნოთ. ასევე თუ ვინმეს აქვს რაიმე ნივთი, ცხოველი, მცენარე და ა.შ. სურს გააჩუქოს აირჩევს ამ კატეგორიას.

3. აჩუქე სიცოცხლე - გულისხმობს მატერიალურ, მორალურ, ნივთებით მათ მხარდაჭერას ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ვისაც ჭირდება ოპერაცია, გამგზავრება, მკურნალობა და ა.შ

4. ასრულებული სურვილები - ყველა სურვილის ავტორს სურვილი რომ აუსრულდება საჭიროა შეცვალონ სურვილის კატეგორია, რომ ასრულებული სურვილები გამოეყოს ასასრულებელ სურვილებს.

5. ვიპოვე / დავკარგე - გულისხმობს დაკარგული ნივთების მოძიებას.
იმისათვის რომ სურვილი აგისრულდეთ საჭიროა ჯერ ჩაიფიქროთ სურვილი, აღწეროთ მიმზიდველად და ეფექტურად, რომ ინტერესი გამოიწვიოს ვიზიტორებში და გაუჩნდეთ მათ თქვენი დახმარების სურვილი.

თუ ფინანსური მხარდაჭერა გჭირდებათ ვიზიტორები ჩაგირიცხავენ შეძლებისდაგვარად თანხებს თქვენს მიერ მითითებულ ბანკის ანგარიშზე, ასე აისრულებთ თქვენს სურვილს ნელ ნელა ან ერთიანად. თუ საჩუქარი გსურთ გამოიჩენს გულისხმიერებას ვიზიტორი ვისაც ექნება აღნიშნული პროდუქტი და გაჩუქებთ მას, გამოგიგზავნით თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. თქვენ პირდაპირი კონტაქტი გაქვთ ვიზიტორებთან ვინც თქვენ სურვილებს აგისრულებთ.

პროექტი მხოლოდ აკავშირებს ერთმანეთთან მსურველებს და ამსრულებლებს.
თქვენი სურვილები გამოქვეყნებული იქნება 10 დღის ვადით სურვილების გვერდზე. თუ აღნიშნულ პერიოდში ვერ აისრულებთ სურვილს, თქვენ კვლავ შეგიძლიათ განაახლოთ სურვილი ყოველ 10 დღეში ერთხელ. თუ 10 დღემდე აგისრულდებათ სურვილი გადაიტანეთ იგი ასრულებულ სურვილებში და ჩაიფიქრეთ ახალი სურვილი.
როცა თქვენი სურვილი აგისრულდებათ, თუ სურათსაც გადაიღებთ შეძლებისდაგვარად ხომ უკეთესი იქნება, შედით თქვენს ასრულებულ სურვილში და კატეგორიებიდან აირჩიეთ ასრულებული სურვილები, დაამატეთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტო ასეთის არსებობის შემთხვევაში და აღწერაში დაამატეთ, რომ თქვენ უკვე აგისრულდათ სურვილი. მოიწონეთ და გააზიარეთ პროექტი, რომ ბევრმა ნახოს ეს რეალური სიკეთის საგიჟეთი.
პროექტს არანაირი კავშირი არ აქვს ფინანსურ გადარიცხვებთან, რაც მსურველ და ამსრულებელ მომხმარებელს შორის ხორციელდება. ნებისმიერი გადარიცხვა წარმოებს პირდაპირ მომხმარებლის / მსურველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ამსრულებლის მიერ. პროექტში შემოდის მხოლოდ ის თანხები რასაც მომხმარებლები პროექტის განვითარებისთვის და მხარდასაჭერად რიცხავენ საკუთარი სურვილისამებრ.
თუ მოგწონთ პროექტის იდეა და გსურთ ხელი შეუწყოთ პროექტს განვითარებაში, ქვემოთ მოცემულია პროექტის ბანკის რეკვიზიტები.

ტელეფონი: 551 21 11 14

ელ.ფოსტა: info@present.com.ge



ბანკის რეკვიზიტები:

სს ვითიბი ბანკი (საქართველო)

SWIFT: UGEBGE22

IBAN: GE06VT9800000002033608

ანგ. მფლობელი: ემ ბი ჯი ჯგუფი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს "მხარდაჭერა" მთავარ მენიუში

თუ მოგწონს პროექტის იდეა მხარი დაუჭირე პროექტს განვითარებაში. გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობები.

Follow by Email
Facebook
YOUTUBE
%d bloggers like this:
ზედა პანელზე გადასვლა